Gastronome Membership

Gastronome Membership არის Gastronome-ისა და Wines & Spirits-ის ახალი ლოიალობის პროგრამა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ მუდმივი ფასდაკლება და გახდეთ ჩვენი უნიკალური გასტრონომიული გამოცდილების ნაწილი.

ბენეფიტები 3% 50₾-149₾ Friend 5% 150₾-249₾ Explorer 7% 250₾-399₾ Insider 10% 400₾+ Gourmand
პერსონალური შეთავაზებები Included Included Included Included
ღონისძიებების პრიორიტეტული დაჯავშნა Not included Included Included Included
დეგუსტაცია Not included Included Included Included
მასტერკლასები Not included Not included Included Included
დაბადების დღის ფასდაკლება Not included Not included Included Included
დაბადების დღის საჩუქარი Not included Not included Not included Included
დასწრება დახურულ ღონისძიებებზე Not included Not included Not included Included
სეზონური საჩუქრები Not included Not included Not included Included

FRIEND | TIER 1

მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს. ყველა დიდი გასტრონომიული აღმოჩენა ერთი პატარა ცნობისმოყვარეობით იწყება. FRIEND არის პირველი ნაბიჯი Gastronome-ის სამყაროში - მათთვის, ვინც სიამოვნებას პოულობს ახალი გემოების აღმოჩენაში, გამორჩეული ინგრედიენტების გაცნობასა და ყოველდღიურობაში მცირე, მაგრამ განსაკუთრებული მომენტების შექმნაში. ეს არის დასაწყისი მოგზაურობისა, სადაც ყოველი პროდუქტი შეიძლება იქცეს ახალ აღმოჩენად, ყოველი არჩევანი - შთაგონებად. FRIEND წევრობა მოიცავს: 3% ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე, პერსონალიზებულ შეთავაზებებს, სიახლეებზე და Gastronome-ის გამოცდილებებზე წინასწარ ინფორმაციას

EXPLORER | TIER 2

მათთვის, ვისთვისაც აღმოჩენა ცხოვრების სტილია. ყველაზე საინტერესო გემოები ყოველთვის ნაცნობ გზებზე არ გვხვდება. EXPLORER აერთიანებს მათ, ვინც არჩევანს ცნობისმოყვარეობით აკეთებს - ვინც ახალ პროდუქტში ხედავს არა მხოლოდ ინგრედიენტს, არამედ სხვა კულტურის, ადგილისა და ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობას. მისთვის აღმოჩენა შემთხვევითი მომენტი არ არის - ეს არის ჩვევა, რომელიც ყოველდღიურ გამოცდილებად იქცევა. EXPLORER წევრობა მოიცავს: 5% ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე, პერსონალიზებულ შეთავაზებებს, პრიორიტეტულ წვდომას Gastronome Group-ის ღონისძიებებსა და დეგუსტაციებზე

INSIDER | TIER 3

მათთვის, ვინც დეტალებს ამჩნევს ყველა ხედავს პროდუქტს. ზოგი მის უკან არსებულ ისტორიასაც. INSIDER მათთვისაა, ვისთვისაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, რას ირჩევს, არამედ იმასაც, თუ საიდან მოდის, ვინ შექმნა და რა ტრადიცია დგას მის უკან. მისთვის ხარისხი დეტალებში იწყება, ხოლო არჩევანი - ცოდნაში. INSIDER წევრობა მოიცავს: 7% ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე, პერსონალიზებულ პრივილეგიებს, გაფართოებულ წვდომას Gastronome Group-ის ღონისძიებებზე, დეგუსტაციებსა და განსაკუთრებულ გამოცდილებებზე

GOURMAND | TIER 4

მათთვის, ვინც არჩევანს გამოცდილებით აკეთებს გემოვნება დროთა განმავლობაში ყალიბდება - გამოცდილებით, აღმოჩენებით და იმ დეტალების დაფასებით, რომლებიც განსაკუთრებულს ქმნის. GOURMAND არის Gastronome-ის ყველაზე გამორჩეული ეტაპი მათთვის, ვისთვისაც ხარისხი, ავთენტურობა და ოსტატობა ყოველთვის უმაღლეს ღირებულებად რჩება. მათთვის თითოეული პროდუქტი მხოლოდ არჩევანი არ არის - ეს არის ისტორია, რომელსაც იცნობენ, აფასებენ და იზიარებენ. GOURMAND წევრობა მოიცავს: 10% ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე, პერსონალიზებულ საჩუქრებსა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ექსკლუზიურ პროდუქტებზე წვდომას, განსაკუთრებულ მოწვევებს Gastronome Group-ის ღონისძიებებსა და დეგუსტაციებზე

01

გაიარეთ რეგისტრაცია

გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გახდებით პროგრამის წევრი და მოგენიჭებათ პირველი, Friend სტატუსი და 3% ფასდაკლება.

02

დაამატეთ ბარათი ვოლეტში

ჩვენთან პლასტიკური ბარათები აღარ არსებობს. რეგისტრაციიდან 3 წუთში თქვენი ციფრული ბარათი მზად იქნება, უბრალოდ შეინახეთ იგი სმარტფონის ელექტრონულ საფულეში (Wallet), სადაც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია თქვენი მიმდინარე ეტაპის, ფასდაკლების პროცენტის, გადახდების ისტორიისა და უახლესი შეთავაზებების შესახებ.

03

დაასკანერეთ სალაროსთან

ფასდაკლების მისაღებად Gastronome-ისა და Wines & Spirits-ის ფილიალებში ვიზიტისას მოლარეს ტელეფონიდან პირდაპირ დაასკანერებინეთ ციფრული ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ პირადი ნომრის კარნახით ან ბარათის სქრინშოტის ჩვენებით ფასდაკლება ვეღარ გატარდება. (პროგრამა ამ ეტაპზე მოქმედებს მხოლოდ ფილიალებში და არ ვრცელდება Wolt-ის შეკვეთებზე).

04

გადაინაცვლეთ ახალ ეტაპებზე

ის თუ რომელ ეტაპზე იმყოფებით და რამდენია თქვენთვის განკუთვნილი ფასდაკლების პროცენტი (3%, 5%, 7% ან 10%) დამოკიდებულია თქვენს ყოველთვიურ დანახარჯზე. ყოველი თვის 1- ელ რიცხვში სისტემა ავტომატურად ახლდება: თუ შესაბამის მინიმალურ ლიმიტს გადააჭარბებთ - დაწინაურდებით ახალ ეტაპზე, ხოლო თუ მინიმალურ ზღვარს ვერ შეასრულებთ - ჩამოქვეითდებით ერთი საფეხურით.

თქვენი მიმდინარე თვის ჯამური დანახარჯის მიხედვით. ყოველი მომდევნო თვის 1 რიცხვში ბარათზე ავტომატურად აისახება ახალი საფეხური: Friend (3%), Explorer (5%), Member (7%) ან Gourmand (10%).

თუ დანახარჯი თქვენი საფეხურის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები იქნება, მომდევნო თვის 1 რიცხვში ავტომატურად ჩამოქვეითდებით ერთი საფეხურით. თუ Friend საფეხურზე იმყოფებოდით და ხარჯვა საერთოდ არ გექნებათ (0 ლარი) ან 50 ლარზე ნაკლები გექნებათ თვეში, სტატუსი გახდება არააქტიური (INACTIVE, 0%), ბარათი გათეთრდება და თუ ასე 6 თვე გაგრძელდება, ბარათი საერთოდ გაუქმდება.

ჩვენ გადავამოწმეთ თქვენი ბოლო 1 თვის შენაძენები და შესაბამისი ფასდაკლების პროცენტი წინასწარ შევიყვანეთ სისტემაში. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს ციფრულ ბარათზე ავტომატურად გამოჩნდება კუთვნილი პროცენტი.

ძველი ბარათები პირველი სექტემბრიდან სრულიად უფუნქციო იქნება. ახალი სისტემა მხოლოდ ციფრული ბარათის მეშვეობით მუშაობს.

ძველი ქულების გახარჯვა შეგიძლიათ 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით Gastronome-ისა და Wines & Spirits-ის მაღაზიებში. 1 სექტემბრიდან ძველი ბარათები და გამოუყენებელი ქულები სრულად გაუქმდება.

ჯერჯერობით, ახალი სისტემა მუშაობს მხოლოდ ფილიალებში ვიზიტისას. Wolt-ის ინტეგრაცია პროგრამის მომდევნო ეტაპზე იგეგმება.

არა, ბარათით სარგებლობა მხოლოდ ბარათის მეპატრონეს შეუძლია, ანუ იმ ადამიანს, ვისაც ელექტრონულ საფულეში აქვს დამატებული ბარათი. Ამ ეტაპზე, ოჯახის წევრების დამატება ერთ ბარათზე არ ხდება.

არა, ბარათის გატარება მხოლოდ ელექტრონულ საფულეში გახსნილი ბარათის სალაროსთან დასკანერების გზით მოხდება.